ჟურნალისტები ტერორის წინააღმდეგ გამოდიან | მედიის მხარდამჭერი აქციის მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ

გამოქვეყნდა:

მედიის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები  რესპუბლიკური მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიდიან. სწორედ პარლამენტის შენობის მიმდებარედ დაშავდა ათეულობით ჟურნალისტი 11-დღიანი პროტესტის განმავლობაში. გასულ ღამეს კი "TV პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს ტიტუშკების ბრბო პირდაპირ ეთერში დაესხა თავს და მძიმე დაზიანებები მიაყენეს.

"გუშინ ღამით რასაც ვუყურეთ ეს იყო პირდაპირი ტერორი ჟურნალისტებზე და არამხოლოდ ჟურნალისტებზე, ნებისმიერ მოქალაქეზე. ვითარება უკიდურესად დაძაბულია და დროულადაა გადაწყვეტილება მისაღები, რომ რეალურად გადარჩინოს ქვეყანა. თუ არ იმოქმედებენ, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვკარგავთ ქვეყანას, და ძალიან მალე გავიღვიძებთ ბელარუსში. ჩვცენ არგვინდა ტერორში და კომუნიზმში ცხოვრება. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა დაუშვებელია. ჟურნალისტები ომშიც კი ხელშეუხებელნი არიან. დღეს რეალურად ხელისუფლებამ ქართველ ხალხს გამოუცხადა ომი," - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა გიგლა თუმანიშვილმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი