"ჩვენ ხელშია საქართველო და ამ პასუხისმგებლობას ვერავის გადავაბარებთ" - ქართველმა ემიგრანტებმა იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში აქცია გამართეს და ოლიგარქის რეჟიმი და მოქალაქეებზე ძალადობა გააპროტესტეს.
ემიგრანტებს აქციაზე თან ჰქონდათ ბანერები: "ჩვენ ხელშია საქართველო და ამ პასუხისმგებლობას ვერავის გადავაბარებთ"; "სისტემა უნდა დაინგრეს!"; "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი"; "როდესაც საქართველოში დემოკრატია კვდება, ხალხს გვაქვს აჯანყების უფლება"...