პარლამენტის წინ მობილიზებული სამართალდამცავები მედიის მხარდამჭერი აქციის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრების საშუალებას არ აძლევენ.
პოლიციის განცხადებით, აქციის წარმომადგენლები ხელს უშლიან ნაძვის ხის მონტაჟს.
პოლიციამ ნაძვის ხის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრა. აქციის წარმომადგენლები კი იძულებულები გახდნენ გზის სავალი ნაწილი დაეკავებინათ.
ცოტა ხნით ადრე მედიის წარმომადგენლებმა ნაძვის ხის რკინის კონსტრუქციაზე, პროტესტის დროს დაშავებული და სასტიკად ნაცემი ადამიანების ფოტოები ჩამოკიდეს.
აქციაზე ისმის შეძახილები "სისხლიანი ნაძვის ხე", "არა რუსულ რეჟიმს".