ქართველმა ემიგრანტებმა სტრასბურგში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ოლიგარქის რუსული რეჟიმი და ძალადობა დაგმეს. ისინი სკანდირებდნენ "საქართველო, საქართველო".
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ნათელ, ძლიერ და პატრიოტ ახალგაზრდებს გვერდში უნდა დაუდგნენ. ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში მეგობრები, ნაცნობები, ნათესავები დაკარგეს, რადგან ძალიან რთულია ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან, რომელიც თვლის რომ 7 ნოემბერი იყო დანაშაული და 7 დეკემბერი არა.