"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმი უკვე საჩვენებელ დარბევებზე გადადის - პირდაპირ ეთერში უსწორდებიან ჟურნალისტებს. გუშინ ჩვენს კოლეგას მაკა ჩიხლაძეს და მის ოპერატორს 20-ზე მეტი ნიღბიანი მოძალადე უსასტიკესად გაუსწორდა. ამ მოძალადეების პოვნა და იდენტიფიცირება პოლიციას მომხდარიდან რამდენიმე წუთში შეეძლო, რადგან პატრულის ეკიპაჟები იქვე იდგნენ. ტერიტორიაზე, სადაც ეს ბანდფორმირებები გადაადგილდებიან არის ათობით კამერა. მაგრამ ე.წ. სამართალდამცველები არაფერს აკეთებენ.
სამაგიეროდ მომიტინგე მოქალაქეებს თავის დაცვის ელემენტარულ შანსსაც არ უტოვებს. რუსული რეჟიმი ემუქრება თავის მოქალაქეებს რომ კანონით აუკრძალავს სახის დაფარვას, აირწინაღებისა და დამცავი ჩაფხუტების გაყიდვა რეჟიმმა უკვე აკრძალა.
ეს არის ომი, რომელიც რეჟიმმა საკუთარ მოქალაქეებს გამოუცხადა. და ეს არის ის ისტორიული ქარტეხილი, რომელიც აუცილებლად საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით უნდა დასრულდეს.