ტერორის მსხვერპლები | "ოცნების" 12-დღიანი რეპრესიების შედეგი

გამოქვეყნდა:

ნიღბიანი მოძალადეები ქალაქის ქუჩებში, სცემენ და ურტყამენ ხანდაზმულებს, ახალგაზრდებს, ქალებს, კაცებს. ურტყამენ დაუნდობლად და ამ ყველაფერს პოლიცია გვერდიდან და სრულიად უმოქმედოდ ადევნებს თვალს. ის ადამიანებიც, რომლებიც ფორმალურად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, სახეს ნიღბებით მალავენ და დემონსტრაციულად არბევენ თავისივე ხალხს. 

ქვეყანას აღარ ჰყავს პოლიცია, აღარ ჰყავს სამართალდამცავი, აღარ არსებობს ორგანო , რომელიც დამნაშავეებს, მოძალადეებს პასუხს აგებინებს საკუთარ დანაშაულზე. თბილისის ქუჩებში დარბიან შავი ნიღბებით შემოსილი ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რომ თითოეული ადამიანზე ძალადობის გამო დასჯის ნაცვლად ჯილდოსა და დაწინაურებას მიიღებენ.

არალეგიტიმური მთავრობა "ტიტუშკების" ხელით ასისხლიანებს აქციის მონაწილეებს. დღეს მეთერთმეტე დღეა. ამ დღეების მანძილზე "ქართული  ოცნების" სასტიკმა სისტემამ გაავსო დაშავებული ადამიანებით კლინიკები და ადგილი აღარ დატოვა  წინასწარი დაკავების იზოლატორებში.  უმოწყალოდ ნაცემი უდანაშაულო  ადამიანები თავად  ჰყვებიან  გადახდენილ უსამართლობაზე.  

უფრო მძიმე  ფიზიკური  ძალადობა და სასტიკი ანგარიშსწორება  მაშინ იწყება, როდესაც  მედიის წარმომადგენლების კამერებს მიღმა გაჰყავთ დაკავებულები. სწორედ მაშინ იწყება სასტიკი მეთოდებით ცემა, ფეხებით გათელვა და სამაგალითო დასჯა. არც აქ მთავრდება ფიზიკური ძალადობა.   დაკავების მანქანაში დასისხლიანებულ აქციის მონაწილეებს რამდენიმე წუთის მანძილზე პარლამენტის ტერიტორიაზე აჩერებენ.  ვისაც მოესურვება ის  გამოაღებს მანქანის კარს და გაუსწორდება იქ მყოფ დაშავებულებს.   

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი