"მიბარებენ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით, 225-ე მუხლით, აქციებთან დაკავშირებით... მივალ მაგისტრი მოსამართლის და ჩემი ადვოკატის თანდასწრებით" | ანი ქავთარაძე

გამოქვეყნდა:

დამირეკეს, რომ მიბარებენ დაკითხვაზე, მივალ მაგისტრი მოსამართლის და ჩემი ადვოკატის თანდასწრებით, - წერს სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ანი ქავთარაძე.


"დამირეკეს, რომ მიბარებენ დაკითხვაზე მოწმის სტატუსით, 225-ე მუხლით, აქციებთან დაკავშირებით. ვუთხარი, რომ აუცილებლად მივალ დაკითხვაზე, მაგისტრი მოსამართლის და ჩემი ადვოკატის თანდასწრებით. ეს  მაშინ, როცა ათობით ადამიანს, ე.წ. ხელისუფლების მიერ ხელდასხმული, შაოსანი არაკაცები ლაივში ჩეხენ, სასიკვდილო ტრავმებს აყენებენ!  მოწმეებიც არსებობენ,  საპატრულოს თანამშრომლები საკუთარი თვალით ხედავენ მომხდარს და რეაგირებაა-0! ეს მაშინ, როცა დაკავების მანქანაში,  ე.წ. პოლიციელები ქალს მუხლებზე აყენებენ! შეურაცხმყოფლად მიმართავენ, ქალს შეუძლია მათი ამოცნობა, მაგრამ რეაგირება კვლავ 0-ია! ეს მაშინ, როცა მაგალითად, ნინო კვიტაიშვილს გადატეხილი ბოთლით დაუმსხვრიეს სახის ძვლები, მაგრამ გამოძიებას არც იწყებენ! ასეთი კიდევ არაერთი ფაქტია და მოვა დრო, დაერქმევა ყველაფერს სახელი! რით ვერ შეიგნეთ, რომ ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველთვის, ყველა მთავრობის დროს, საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ, დაუღალავად, სამშობლოს სიყვარული, მისი თავისუფლების და ნათელი, ევროპული მომავლისთვის ბრძოლა, თქვენი, უშრეტი ძალადობის მიუხედავად მხოლოდ პატივია! ჩემს შვილებს არასდროს შერცხვებათ ჩემი, აი, თქვენებს არ ვიცი, რას უპასუხებთ! საქართველოს მომავალი ევროპაშია!" - წერს ანი ქავთარაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი