არალეგიტიმური ხელისუფლების უარი ევროპას | მოღალატეობრივი გადაწყვეტილების მძიმე შედეგები

გამოქვეყნდა:

საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ ევროპაზე უარი თქვა  - და ამ ნაბიჯით, ვითომ სრულიად მოულოდნელად, პუტინის ქებაც დაიმსახურა. კობახიძეს დასრულებული არ ჰქონდა თავისი მოღალატეობრივი განცხადება, როცა პუტინმა, რომელიც შემთხვევით საქართველოში მიმდინარე პროცესებს ადევნებდა თვალს, 15 წუთში პროპაგანდისტულ მედიასთან დადგა და "ქართული ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის ქება დაიწყო. 

პუტინს აქვს მიზეზი კმაყოფილება ვერ დამალოს. ოლიგარქის პარტია ახლა საქართველოს უახლესი ისტორიის 33 წლის წაშლას და ჩვენი სამშობლოს რუსულ ჭაობში დაბრუნებას ცდილობს. 

ალბათ ისიც დაემთხვა, რომ დღეს, "ქართული ოცნების" ლიდერები ლაპარაკობენ ზუსტად იმ ენით, რა ენითაც 10 წლის წინ რუსეთში გაქცეული ვიქტორ იანუკოვიჩი ატყუებდა უკრაინელებს. 

იმ ღალატს, რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს პირველი ზიანიც მოჰყვა -- საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა ოფიციალურად შეაჩერა შეერთებულმა შტატებმა. ცხადია, ამისი მიზეზი საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდასავლური განცხადებები და დესტრუქციული ქმედებები გახდა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი