"დარჩით ქუჩაში, არ დაკარგოთ ბრძოლის სურვილი... მხარდაჭერა ქართველ ხალხს" | Post Factum-ის ინტერვიუ ვენესუელას ოპოზიციის ლიდერთან, ლეოპოლო ლოპეზისთან

გამოქვეყნდა:

"დარჩით ქუჩაში, არ დაკარგოთ ბრძოლის სურვილი... მხარდაჭერა ქართველ ხალხს", - ამის შესახებ Post Factum-ის ინტერვიუში ვენესუელას ოპოზიციის ლიდერმა, ლეოპოლო ლოპეზმა განაცხადა.

"როცა ხვედავ რა ხდება საქართველოში, ეს იგივეა, რაც ვენესუელაში გვინახავს. და რაც ხდება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არჩევნებში გამარჯვებას ხალხს ავტოკრატიული რეჟიმი ჰპარავს, და ამას როგორც წესი აკეთებენ სხვა ავტოკრატიული რეჟიმების დახმარებით. საქართველოს შემთხვევაში აშკარაა რომ ეს დამხმარე რგოლი რუსეთია, ასე მოხდა ვენესუელის შემთხვევაშიც. ასევე მადუროს რეჟიმს მხარს უჭერენ და ეხმარებიან ჩინეთი და ირანი. და სხვა კონტინენტებზეც იმავეს ვხედავთ მაგალითად ტაილანდში, ან მოზამბიკში სადაც ახლაც კი ხალხი ქუჩაშია გამოსული, ისევე როგორც თბილისში. და ვინ ვინ უწერს მხარს არჩევნების გამყალბებელ ავტოკრატიულ რეჟიმებს - რუსეთი და ჩინეთი. ერთი რამ უნდა აგვესმოდეს, დემოკრატიისთვის ბრძოლა გლობალურია, და ამიტომ გვჭირდება ძალისხმევის გაერთიანება. ჩვენ გვჭირდება უფრო აქტიური მხარდაჭერა დემოკრატიული მთავრობებისა, რომ ისინი ხალხის და კანონის უზენაესობის გვერდით დადგნენ.

მოკლე ისტორიული გადახვევა - მე კარკასის მერი ვიყავი 8 წელი, და შემდეგ კანონით ამიკრძალეს არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მე იმ არჩევნებს მოვიგებდი. შემდეგ დავიწყე სახალხო მოძრაობა, და 7 წელი ციხეში გამომკეტეს. 2020 წლის შემდეგ ქვეყნის დატოვება მომიწია. ვენესუელაში ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ძალიან დიდი ხნის გამოცდილება გვაქვს, ბევრჯერ გავედით ქუჩაში, მილიონობით ადამიანი გამოდიოდა სახალხო პროტესტის დროს, მოვიგეთ არჩევნები და მოგვპარეს. ვიყენებდით საერთაშორისო მხარდაჭერასაც, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მთავარი რაც დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გააკეთოს, არის ის რომ  არ აღიაროს და არ დაუჭიროს მხარი არანაირი ფორმით ავტოკრატიულ რეჟიმებს. ზოგიერთი პოლიტიკოსი დემოკრატიულ სამყაროში ფიქრობს, რომ დიქტატორებთანაც კი რაღაც ფორმით თანამშრომლობა საჭიროა, იქნება ეს სტაბილურობის, ენერგო რესურსების თუ მიგრაციის გამო -- ეს შეცდომაა. რასაც ვითხოვთ დემოკრატიული ქვეყნებისგან და განსაკუთრებით შეერთებული შტატებისგან, ესაა ხალხის მხარე დაიჭირონ, იმ ხალხისა ვინც მაგალითად ვენესუელაში ამა წლის ივლისში არჩევნები 70%იანი შედეგით მოიგო,  მაგრამ ეს გამარჯვებაც მადურომ მოიპარა. ევროკავშირისა და ამერიკისგან მხარდაჭერა ძირითადად ქაღალდზეა ხოლმე, გვესმის რომ ისინი ღრმად შეშფოთებულები არიან, და იქ ჩერდებიან. იმავეს ვხედავთ საქართველოშიც. უნდა გვესმოდეს რომ ეს გლობალური ბრძოლაა და დემოკრატია აგებს, წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება ავტოკრატიული რეჟიმების რაოდენობა მსოფლიოში, ამიტომ საჭიროა როგორც სანქციები კონკრეტული ინდივიდების წინააღმდეგ, ასევე ის  რომ დემოკრატიულმა სამყარომ არ მისცეს ასეთ რეჟიმებს ლეგიტიმაცია. 

13,20 ვენესუელის შემთხვევაში ჩვენ ძალიან ბევრი წლის  განმავლობაში გვაქვს ელ. ხმის მიცემა. და რაც ამ წლების განმავლობაში  დავინახეთ, არის ის რომ ასეთი ფორმით ხმის მიცემის დროსაც კი  შესაძლებელია  მანიპულაცია და გაყალბება.  რასაც რეჟიმი წარმატებით აკეთებდა. მაგრამ ასევე შესაძლებელია მისი პრევენცია და მტკიცებულებების შეგროვება. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე გყავდეს დამკვირვებელი,  და ბოლო არჩევნებზე 100 000 დამკვირვებელი გვყავდა.  რაც შეეხება ამ კონკრეტულ კომპანიას, ვენესუელაში  ეს კომპანია არჩევნებში პროცესში ჩართული იყო 2017 წლამდე, მაშინაც დაფიქსირდა მასშტაბური გაყალბება. მაშინ მადუროს რეჟიმმა სხვადასხვა მექანიზმები გამოიყენა სწორედ ელექტრონულ სისტემაზე მანიპულაციისთვის. 

ბოლოს მინდა ადამიანებს მივმართო, რომლებიც ქუცაში დგანან - დარჩით ქუჩაში, არ დაკარგოთ ბრძოლის სურვილი და შემართება. თავისუფლება არ არის უფასო, თავისუფლება არ მოდის საჩუქრის სახით, მისთვის უნდა იბრძოლო და დაიცვა.  მხარდაჭერა ქართველ ხალხს, ვენესუელელი ხალხისგან", - ლეოპოლო ლოპეზმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი