უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის ხელმძღვანელი ვიტალი ბოროდინი მოითხოვს, რომ სანტა კლაუსი რუსეთში უცხოეთის აგენტად აღიარონ. რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ინიციატივით მან უკვე მიმართა რუსეთის გენერალურ პროკურატურას. ვიტალი ბოროდინი მიიჩნევს რომ სანტა კლაუსის ბრენდი რუსეთის არამეგობრულ ქვეყნებშია პოპულარული და შეშფოთებულია იმით, რომ რუსეთში ის ანაცვლებს ტრადიციულ, რუსულ "დედ მაროზს".
ბოროდინის თქმით, Santa Claus-ის სასაქონლო ნიშანი 1.6 ტრილიონ დოლარად არის შეფასებული და ვარაუდობს, რომ რუსეთში სანტას იმიჯის პოპულარიზაციას ამ სასაქონლო ნიშნის მფლობელი კომპანიები აფინანსებენ, ოფისების მიზანი კი ტრადიციული რუსული ღირებულებების განადგურებაა.
სანტა კლაუსის წინააღმდეგ მხოლოდ ბოროდინი არ გამოდის. მანამდე, ბრაიანსკის რეგიონული დუმის დეპუტატი მიხაილ ივანოვი გამოვიდა მოწოდებით, რომ მაღაზიის თაროები სანტა კლაუსისგან გათავისუფლდეს და მისი ადგილი "დედ მაროზმა" და "სნეგუროჩკამ" დაიკავონ. მისი აზრით, ევროპული "საშობაო" ატრიბუტების გავრცელება საზიანოა რუსული კულტურული მემკვიდრეობისთვის.