აქცია სამედიცინო უნივერსიტეტში | სტუდენტები არალეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს და ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი სასწავლებლის ეზოში საპროტესტო აქციას მართავს, ისინი უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებსაც მოუწოდებენ, რომ საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ.

სტუდენტები არალეგიტიმური ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს და ანტიევროპულ პოლიტიკას აპროტესტებენ და აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების თქმით, ისინი კვირის განმავლობაში აქციებს უნივერსიტეტის ეზოში გამართავენ. პარასკევს კი რუსთაველზე მიმდინარე პერმანენტულ აქციას მსვლელობით შეუერთდებიან. საპროტესტო აქციის პერიოდში სტუდენტები მომიტინგეებს საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარებასაც გაუწევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი