
ევროკავშირის ელჩის ინფორმაციით, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ევროკავშირის ლიდერები 16 დეკემბერს განიხილავენ. ჰერჩინსკიმ დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ ძალადობა, რომელსაც ახლა ვხედავთ, მიუღებელია:
"ჩვენ ვხედავთ ხალხს ქუჩაში, ჩვენ გვესმის მათი ხმა, ჩვენ ვართ შოკირებულები ძალადობით ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად, მათ გვერდით, ვისაც სურს უკეთესი მომავალი მათი ოჯახებისთვის, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი, მე ვიყავი გასულ კვირას ბრიუსელში და მქონდა შანსი მელაპარაკა 27 ელჩთან. მე ასევე შევხვდი ჩემ ახალ კოლეგას, იყო ლიდერების ცვლილება. 16 დეკემბერს ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან ერთმანეთს და განვიხილავთ საქართველოს საკითხს. საქართველო განხილულ იქნება ასევე მომავალი კვირის ბოლოს. განხილულ იქნება საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ძალადობისა და სისასტიკის დონე, რაც აბსოლუტურად მიუღებელია.
მე ვფიქრობ, რომ ბევრი ჩვენგანი ევროკავშირის დედაქალაქებში ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ. კაია კალასმა თქვა, რომ იქნება შედეგები, ვნახოთ, რა შედეგები იქნება შეთანხმებული ორშაბათს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ. " ამბობს ელჩი [სინქრონული თარგმანი].