ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა სიმბოლური ნაძვის ხე დადგეს და მედიის ნაცემი წარმომადგენლების ფოტოებით მორთეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში, აქციის მონაწილეებმა სიმბოლური ნაძვის ხე გააკეთეს და მედიის ნაცემი  წარმომადგენლების ფოტოებით მორთეს. ნაძვის ხის მაკეტი  სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგულავამ გააკეთა.

მისი თქმით, თბილისში მთავარი ნაძვის ხე აქტივისტებმა ნაცემი ჟურნალისტების, ფოტოგრაფებისა და ოპერატორების ფოტოებით მორთეს, თუმცა ის  სამართალდამცველებმა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს, ამიტომ ნაძვის ხის მაკეტი მან გააკეთა და ქუთაისის მერიის წინ დადგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი