"სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა კოლეგას... ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად" | ონლაინ მედია ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

გამოქვეყნდა:

"სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ყველა კოლეგას... ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად", - ამის შესახებ საერთო განცხადებას საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები ავრცელებენ.

"ჩვენ, საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები, ერთხმად და სასტიკად ვგმობთ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას. 

  • ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართული თავდასხმები განხორციელდა ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების წარმომადგენლებზე. 
  • ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ზოგიერთის წინააღმდეგ კი გამოიყენეს ძალადობის უკიდურესი ფორმა, რომელიც კვალიფიცირდება წამებად.
  • თავდასხმები უმთავრესად ორგანიზებული იყო ფორმალური საპოლიციო ძალების მიერ, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როცა არაფორმალური მარბიელი ჯგუფების მიერ ჟურნალისტზე ძალადობას პოლიცია თავხედური უმოქმედობით ადევნებდა თვალს. 
  • ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად. 
  • სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ყველა კოლეგას, ვისზეც იძალადეს და მათ, ვინც, შექმნილი პირობების მიუხედავად დიდწილად დაუცველი აგრძელებს მუშაობას, პირადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკის ფასად.  
  • მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და დაგვეხმარონ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემაში", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი მედიები: 
პუბლიკა • Publika
Chai Khana
Entrepreneur Georgia
კახეთის ხმა / knews.ge
სამხრეთის კარიბჭე / Sknews.ge
რადიო "მარნეული" / "Marneuli" radiosu
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
OC Media
BMG • ბიემჯი
Tabula - ტაბულა
ფლანგვის დეტექტორი
მაუწყებელი • Mautskebeli
აი, ფაქტი • ifact.ge
აპრილი • Aprili
Accent - აქცენტი
პროექტი 64
საგამოძიებო მედია ლაბი (IML)

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი