
ექიმ გიორგი ახობაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში, 10 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება.
გიორგი ახობაძე ოლიგარქის პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა და მასზე ფიზიკურად იძალადა. მისი ადვოკატი ამბობს, რომ ახობაძეს პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ჩაუდო და მასზე ანგარიშსწორება სწორედ ასე სცადა.
ახობაძეს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით მიმდინარეობს
შეგახსენებთ, რომ ექიმი გიორგი ახობაძე მშრალი შიმშილობიდან, შიმშილობაზე გადავიდა და ოჯახის წევრების თხოვნით, სითხის მიღებას დათანხმდა