
"მთავარი არხის" ინფორმაციით, რომელიც არხს კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა, აქციაზე ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე მოძალადე ერთ-ერთი პირი, ფიტნეს კლუბ "ალფა გრინის" წარმომადგენელი, დათო ლომიტაშვილი, იგივე "გრიზლია"
წყაროს ინფორმაციით, მასთან ერთად მოქალაქეების ცემაში მისი ობიექტის რამდენიმე თანამშრომელიც იღებდა მონაწილეობას.
გრიზლის გარდა დადგენილი და გაშიფრულია იმ პირთა ნაწილის ვინაობაც, რომლებიც მოვალეებს ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდო მოძალადეების იდენტიფიცირება მედიამ ინციდენტიდან ძალიან მალე მოახდინა, ამ დრომდე, ოცების „ტიტუშკები“ არავის დაუკავებია.