
ძალადობრივი რეჟიმის 400-ზე მეტი პატიმარი ამ დრომდე იზოლატორში იმყოფება. მიუხედავად იმისა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა აბსურდული ბრალდებით არის დაკავებული, "ოცნების" ძალოვანმა რგოლმა 30 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
თავად დაკავებულები კი წამებასთან გათანაბრებულ, არაადამიანურ პირობებში იმყოფებიან. უკანონო დაკავებების ფონზე ოლიგარქიული რეჟიმი ტერორის ახალ ტალღას იწყებს, სამოქალაქო აქტივისტებს საპოლიციო ძალები სახლებში უვარდებიან და ამ ფორმით იბარებენ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით.
პარალელურად გააქტიურდნენ არალეგიტიმური ხელისუფლების მართული ჯგუფები, რომლებიც ხალხს ურეკავენ და შურისძიებით ემუქრებიან.
უფრო ვრცლად იხილეთ დავით კობიძის სიუჟეტში.