"ოცნების" არალეგიტიმური ხელისუფლება სიგარეტსა და "აიქოსზე" აქციზის გადასახადის, სათამაშო ბიზნესის შემთხვევაში კი მოგების გადასახადის გაზრდას აპირებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, სიგარეტისა და "აიქოსის" შემთხვევაში გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც "აიქოსის" შემთხვევაში იქნება - 15 თეთრის, ხოლო - 20 თეთრის ოდენობის სიგარეტის შემთხვევაში.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი იზრდება 5%-ით. მოგებასთან დაკავშირებით, როგორც ბანკებს აქვთ საგადასახადო რეგულაცია, იგივე იქნება სათამაშო ბიზნესთან, ონლაინ კაზინოებთან დაკავშირებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.