აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციის ფაქტებზე, ათობით პირი დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

"აშშ-მა სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების დარღვევისა და ზიმბაბვეში კორუფციის ფაქტებზე, ათობით პირი დაასანქცირა", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია საუბარი.

შესაბამისი დოკუმენტი სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

"დღეს, ანტიკორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ადამიანის უფლებათა დაცვის დღის წინა დღეს, შეერთებული შტატები აცხადებს დამატებით ზომებს კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ", - წერია განცხადებაში.

ნათქვამია, რომ კორუფციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის დასანქცირდა 14 პირი და მათი ოჯახის წევრები, ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ფინანსური სანქციები დაუწესა 9 ფიზიკურ და 19 იურიდიულ პირს, რომლებიც ზიმბაბვესთან დაკავშირებულ კორუფციას უკავშირდებიან. ასევე, სირიასა და იემენში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით, დასანქცირდა 2 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი. გარკვეული პირების მიმართ კი სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დააწესა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი