"ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ერთად ვიმუშაოთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი - ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პარიზში შეხვედრისას სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ეს იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი. მადლიერი ვარ პრეზიდენტ მაკრონის შეხვედრის ორგანიზებისთვის, ისევე როგორც ჩემს ღრმა მადლიერებას გამოვხატავ პრეზიდენტ ტრამპისადმი მტკიცე გადაწყვეტილების გამო, რომ ეს ომი სამართლიანად დასრულდეს. ეს სწორი მიდგომაა და მნიშვნელოვანია, რომ ყველა დეტალი საფუძვლიანად იყოს შემუშავებული.
ჩვენ ვიცით, რომ ამერიკას აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც სხვებმა ვერ შეძლეს. ამ ომის დასასრულებლად ჩვენ გვჭირდება ერთიანობა - ამერიკის, ევროპისა და მსოფლიოში ყველასი, ვინც აფასებს უსაფრთხოებას - ისევე როგორც ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები.
მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ პუტინს მხოლოდ მისი და, შესაძლოა, ჩინეთის ეშინია. და ეს არის სიმართლე - მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანი დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა.
ახლა საჭიროა ქმედება სათანადო საერთაშორისო წესრიგის აღსადგენად."
წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე