4 პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობს. დღევანდელ საინფორმაციო ბრიფინგზე, რომელიც საგარეო პოლიტიკას ეხებოდა, პარტიების წარმომადგენლებმა ივანიშვილის რეჟიმის სანქცირების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ამ მიმართულებით მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა, რათა ევროკავშირს ჰქონდეს ინფორმაცია და დააჩქაროს გადაწყვეტილებები:
ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად და გვინდა, რომ ძალადობისა და არასამართლიანი გადაწყვეტილებების შესახებ, რასაც "ოცნება" ბოლო პერიოდში მიმართავს, პარტნიორებს ჰქონდეთ ინფორმაცია და დაჩქარდეს სანქციები ევროკავშირის მხრიდან." განაცხადა ბრიფინგზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, გიორგი ბუტიკაშვილმა.