თელ-ავივის რაიონულ სასამართლოში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას თავად ნეთანიაჰუც ესწრება. გამოძიება მის წინააღმდეგ კორუფციისა და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობს, თუმცა ნეთანიაჰუ ყველა ბრალდებას უარყოფს.