ნამახვან ჰესის მშენებლობის გამო, კლდის აფეთქებები დაიწყო - მოსახლეობა აპროტესტებს

გამოქვეყნდა:

აფეთქებების სერია ნამახვანში - ჰესის მშენებლობის გამო, ხეობაში კლდის აფეთქებები დაიწყო. მშენებლობის პარალელრად არ წყდება სამოქალაქო სექტორის პროტესტი. 

ადგილობრივები გიგანტური ჰესისი მშენებლობას აპროტესტებენ, მითუმეტეს, რომ მათი თქმით, სასამართლოში ჰესის მშენებლობის გამო განხილვა მიმდინარეობს და იქამდე ის არ უნდა შენდებოდეს.

თავის მხრივ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და მათ არ აქვთ ვალდებულება მშენებლობა შეჩერდეს.

შეგახსენებთ, ეს არ არის ხეობაში პირველი პროტესტი, 23 სექტემბერს ადგილობრივებთან ერთად, ადგილზე მისულ სამოქალაქო აქტივისტებიც იმყოფებოდნენ და ისინი კომპანიას მშენებლობის ნებართვის დოკუმენტაცის სთხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი