ჟენევაში, საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან ქართველმა აქტივისტებმა ოლიგარქიული რეჟიმი და არალეგიტიმური მთავრობის მიერ საპროტესტო აქციების ძალისმიერი მეთოდებით დაშლა გააპროტესტეს.
მათ წარმომადგენლობასთან ბანერები გააკრეს იმ ადამიანების ფოტოებით, რომლებიც საპოლიციო ძალებმა და "ტიტუშკებმა" აქციების დროს სცემეს.