შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ

გამოქვეყნდა:

ახალგზარდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწოვანი პირები - გაგნიძე, ჩიქოვანი და რევაზიშვილი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს ამბობენ. 

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა საქმის ნაფიც მსაჯულთა გადაცემაზე უარი თქვა, რადგან მას სურს, საკუთარი სიმართლე ბოლო ინსტანციამდე დაიცვას, - ამბობს დაკავებული ჩიქოვანის ადვოკატი, ლელა გოგოლაძე.

დანარჩენი დაკავებულების ადვოკატებიც ამბობენ, რომ საქმის ნაფიც მსაჯულთა გადაცემაზე უარს იტყვიან, რადგან მათ ნდობას ვერ უცხადებენ და დაკავებულები საკუთარ პოზიციას სასამართლო პროცესზე დააფიქსირებენ.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ჯამში 17 პირია დაკავებული, თუმცა 11 დაკავებულის საქმე პროკურატურამ ცალკე წარმოებად გამოყო.

მათ ბრალად ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ, რაც 4-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

11 აგვისტოს კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 5 პირს -  ნიკოლოზ რევაზიშვილს, არჩილ გაგნიძეს, ზ.ხ-ს, ა.ქ-ს. და ვახტანგ ჩიქოვანს ბრალი დაუმძიმა.

ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი