"ერთად უნდა ვიბრძოლოთ დაკავებული ბავშვებისთვის" | "კოალიცია ცვლილებისთვის" ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ორგანიზებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. ორთაჭალაში, უწყების შენობასთან კოალიციის ლიდერები და მოქალაქეები არიან შეკრებილები. ისინი აპროტესტებენ ბოლო დღეებში განხორციელებულ მასიურ დაკავებებს.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაა.

"ამყარებენ დიქტატურას. ჩვენი მოწოდებაა, რომ ეს ბიჭები დავიხსნათ, 7-დან 9 წლამდე ემუქრება ზოგს. საშინელება ხდება.უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად ამ ბავშვებისთვის", - განაცხადა აქციაზე "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა, ზურა დათუნაშვილმა ერთ-ერთმა.

შეგახსენებ, შს სამინისტრომ 400-მდე ადამიანი დააკავა და მათი ნაწილი ჯერ კიდევ საპატიმროებში რჩება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი