"როცა ბევრი ურტყამს ერთს, წაქცეულს ურტყამ და ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშს ცდილობ, არც სოკრატე სი ხარ, არც ეროვნება გაქვს და არც სამშობლო" | გიგა გვენცაძე

გამოქვეყნდა:

"მე საქართველო მიყვარს და როცა მიყვარს, არ შემიძლია მისი რომელიმე ნაწილი მძულდეს. მაგრამ... როცა ბევრი ურტყამს ერთს, როცა წაქცეულს ურტყამ და როცა ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშს ცდილობ, არც სოკრატე სი ხარ, არც ეროვნება გაქვს და არც სამშობლო", - საზოგადოებრივი მაუწყებლის კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოლიგარქის საპოლიციო ძალების მიერ, ბოლო დღეებში განხორციელებულ ძალადობის შემთხვევებს ეხმაურება.


"დიდი ხნის წინ დავგეგმეთ და ყველა გზა რომ მიდის, იქიდან ერთ-ერთით მარადიულ ქალაქში ვიყავით...
ახლა უკვე შემიძლია ვთქვა რომ ნაპოლის დუბლების თამაშზეც ვარ ნამყოფი - თასზე, რომში ლაციოსთან თავიდანვე წაგებულ თამაშს ვგულისხმობ. რომა-ლეჩეს დროს კი ნამდვილი სტადიო ოლიმპიკო და ტიფოზებიც ვნახე.                                                                                          ფეხბურთი თამაშის მცდელობა რუსთაველზეც ვნახეთ. დაგდებული ადამიანის თავით რომ ცდილობდნენ არაადამიანები.                                                                                     მე საქართველო მიყვარს და როცა მიყვარს, არ შემიძლია მისი რომელიმე ნაწილი მძულდეს.
მაგრამ... როცა ბევრი ურტყამს ერთს, როცა წაქცეულს ურტყამ და როცა ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშს ცდილობ, არც სოკრატე სი ხარ, არც ეროვნება გაქვს და არც სამშობლო.
სამწუხაროდ რაც არ უნდა მომხდარიყო მოხდა. რაც არ უნდა ხდებოდეს ხდება.
ომს ვუფრთხით სხვასთან და დიდი რისკია მივიღოთ საკუთარ თავთან.                                         რაც ვართ და როდესაც მათი არსებობა შევიტყვეთ, მას შემდეგ, იქეთ ვიყურებით. იქაურობა გვიზიდავს, გვხიბლავს. 
იქ გვინდოდა, გვინდა და გვენდომება.
ჩვენ ვინ ვართ, ეს საქართველოს არჩევანია - ჩვენამდე დიდი ხნით ადრე გაკეთებული და გადაწყვეტილი.
მაგრამ იქაურობის აქ გადმოტანას ჯერ ვერ ვახერხებთ, არ გამოგვდის, მაგრამ იმედია, რომ შევძლებთ...
ვინც არ უნდა მოინდომოს, როგორც არ უნდა მოინდომონ, ჩვენ ვერ გავხდებით ვერც ბელარუსები და ვერც ვერანაირი ფერის რუსები. 
ჩვენ ქართველები ვართ !
დიდება და გამარჯვება საქართველოს!" - წერს გვენცაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი