ივანიშვილის მთავარ სადამსჯელო მექანიზმად ქცეული ძალოვანი რგოლი | 400-ზე მეტი დაკავებული ბოლო ორ კვირაში

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური ხელისუფლების ძალოვანი რგოლი, რომელიც ივანიშვილის მთავარ სადამსჯელო მექანიზმად იქცა. 400-ზე მეტი დაკავებული ბოლო ორი კვირის განმავლობაში და "ქართლი ოცნების" ინტერესების შესაბამისად მართული პროცესები. 

რეჟიმის დაკვეთით სასამართლო კლანი ერთმანეთის მიყოლებით აცხადებს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებებს  და საჩვენებლად სჯის ყველას ვინც ივანიშვილის რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის.

კოტე ჩახუნაშვილი ექიმი პედიატრი აქციაზე მიმავალი დააკავეს. ოჯახმა ქუჩაში მის ავტომობილს შემთხვევით მიაგნო, შუა გზაზე გაჩერებული მანქანით მიხვდნენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ექიმი გზიდან მოიპარა. რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ გაირკვა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი.

დღეს სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული სამოქალაქო აქტივისტი ასევე ექიმი გიორგი ახობაძე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. ახობაძეს დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობის გამო ასამართლებენ. მისი დაკავებისას მტკიცებულების ამოღების კადრი არ არსებობს, პოლიციელები ამბობენ, რომ ჩხრეკისა და დაკავების დროს კადრების გადასაღებად ვერ მოიცალეს.

ადვოკატები ამბობენ, რომ მოსამართლეები ხშირ შემთხვევაში დაცვის მხარეს არც უსმენენ და წინასწარ იციან, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანონ. ეს ეხება როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. არ არსებობს მტკიცებულებები, არ არსებობენ მესამე პირები, რომლებიც მოწმეებად არიან წარმოდგენილები და დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს ყველა სტანდარტი. 

აქციაზე დაკავებული პირები უმძიმეს ისტორიებს ჰყვებიან პოლიციელთა ძალადობის შესახებ. ისედაც თვალსაჩინოა ის დაზიანებები, რომლებიც იმ პირებს აღენიშნებათ, ვინც წინასწარი დაკავების იზოლატორები დატოვეს. სისხლჩაქცევები სახეზე და სხეულზე, დამტვრეული სახის ძველი და თვალბუდის არე. დაკავებულების თითქმის 99 პროცენტს ფიზიკური ძალადობის ერთნაირი კვალი ეტყობათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი