
"საქართველოს სურს თავისუფლად ცხოვრება... საქართველო რუსეთი არაა", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ზე წერს.
"მთელს საქართველოში გრძელდება დემონსტრაციები დემოკრატიის უარყოფის წინააღმდეგ, რაც მმართველი პარტიის მიერაა თავსმოხვეული. საქართველოს სურს თავისუფლად ცხოვრება, თავისი ლიდერების არჩევა თაღლითობის გარეშე და ევროპისკენ შეტრიალება. საქართველო რუსეთი არაა", - წერს ლუაზო.