"კობახიძის შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება" | AL JAZEERA საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს AL JAZEERA ეხმაურება. გამოცემა ვრცელ სტატიაში წერს, რომ უკვე 10 დღეზე მეტია, მომიტინგეები საქართველოს მასშტაბით პროევროპულ ღირებულებებს იცავენ და ეწინააღმდეგებიან "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.

გამოცემა დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნებსაც უსვამს ხაზს, როგორიც ხელახალი არჩევნების დანიშვნა და ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებაა. AL JAZEERA ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას "შოკისმომგვრელს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ გადაწყვეტილებამ პროტესტის დიდი ტალღა გამოიწვია. 

"ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტას პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა, რომელსაც ხელისუფლებამ მკაცრი საპოლიციო პასუხი დაუხვედრა", - წერია სტატიაში.

ასევე სტატიაში აღწერილია პროევროპული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის საშუალებები და ნათქვამია, რომ პოლიციამ გამოიყენა როგორც ცრემლმდენი გაზი, ისე წყლის ჭავლი - დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი.
 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი