რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. დაღუპულებს შორის არის ბავშვიც. ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ივან ფედოროვი ავრცელებს.
ფედოროვი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, დანგრევების ქვეშ, შესაძლოა, 5 ადამიანი იმყოფებოდეს.
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეზე იერიში გუშინ მიიტანეს. თავდასხმის დროს ნაწილობრივ დაზიანდა საავადმყოფო.