"აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ... ძალადობა მიუღებელია" | ჩეხეთის პრეზიდენტი ზურაბიშვილს ესაუბრა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

პაველი სოციალურ ქსელში წერს, რომ ქართველი ხალხის გამბედაობით აღფრთოვანებულია.

"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის გამბედაობით, რომელიც უარს ამბობს თავისი ქვეყნის ევროპული ოცნების დათმობაზე. ამაში მათ ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვთ", - დაწერა ჩეხეთის პრეზიდენტმა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი