განხეთქილება ოლიგარქის გუნდში | "მთავარი არხის" ინფორმაციით, განაწყენებულმა ღარიბაშვილმა პარტია არაფორმალურად დატოვა და ოლიგარქს ელჩობაზეც უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ოლიგარქის გუნდში განხეთქილებაა - კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილსა და ირაკლი კობახიძის კლანებს შორის დაპირისპირება გრძელდება და პიკს აღწევს. 

"მთავარი არხის" ცნობით, ღარიბაშვილმა არაფორმალურად უკვე დატოვა "ქართული ოცნება". მის მიმართ გაკეთდა რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის ელჩად დანიშვნასთან დაკავშირებით, თუმცა მან ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა. ღარიბაშვილი ბიზნესში წასვლას აპირებს.

გუნდში დაპირისპირების შესახებ გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში ოლიგარქის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი ბაჩიაშვილმაც ისაუბრა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი