
პროტესტი საქართველოს კინოაკადემიასთან, - კინემატოგრაფები და მსახიობები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ.
მთავარი მოთხოვნა არის არის უცვლელი, რომ კინოაკადემიამ, როგორც ინსტიტუციამ დააფიქსიროს ღია პოზიცია და დაგმოს ძალადობა, რომელშიც არის ჩართული ივანიშვილის რეჟიმი და გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის მსახიობები.
ერთი საათის წინ, კინოაკადემიაში შევიდა წერილი. კინოს მსახიობები და რეჟისორები ითხოვენ, რომ ეს წერილი აკადემიის სახელით გამოქვეყნდეს.
"შეუძლებელია აკეთო კინო თუ არ ხარ თავისუფალი და ქვეყანაც არ არის თავისუფალი", - ამბობენ შეკრებილები.