რასა იუკნევიჩიენე ევროპარლამენტარებთან ერთად თბილისში ჩამოდის

გამოქვეყნდა:

"გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე X-ზე წერს. და აქვეყნებს ფოტოს, სადაც მასთან ერთად არის ევროპარლამენტარი რენიე ვან ლანშოტიც.

“გზაში ვარ თბილისისკენ ევროპარლამენტარ კოლეგებთან ერთად, რათა სოლიდარობა გამოვხატო ქართველებთან, რომლებიც ევროპული მომავლისთვის იბრძვიან! დღის წესრიგშია: შეხვედრები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, და ჟურნალისტებთან,” - წერს იუკნევიჩიენე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი