თბილისის საქალაქო სასამართლოში 11 პირის პროცესი გაიმართა, რომლებსაც პროკურატურა 17 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 11-ვე კანონდამრღვევად ცნო. ორს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, დანარჩენები კი 500 - 500 ლარით დააჯარიმა.
დღეს უნდა გამართულიყო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის ადმინისტრაციული პროცესიც, თუმცა სხდომა ისე დაიწყო, რომ მისთვის არ შეუტყობინებიათ და მალევე დასრულდა. სასამართლო 20 დეკემბრისთვის გადაიდო.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი თამარაშვილზე, 2 დეკემბერს დააკავეს.
იხილეთ ასევე: