ტრამპი თანამდებობის დაკავების პირველ დღეს 25-ზე მეტი განკარგულებისა და დირექტივების გამოცემას გეგმავს

გამოქვეყნდა:

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უფლებამოსილების შესრულების პირველ დღეს აპირებს რომ 25-ზე მეტი აღმასრულებელი ბრძანება და დირექტივა გამოსცეს. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით reuters-ი წერს.

დოკუმენტები შეეხება მიგრაციულ კანონმდებლობას, ასევე ენერგეტიკას, განათლებას და ა.შ. კერძოდ, მოსალოდნელია მიგრაციის ზომების გამკაცრება და მექსიკასთან საზღვარზე კედლის აშენების განახლება, ასევე სასაზღვრო ზონის გამაგრება. ასევე, სააგენტოს ცნობით, ტრამპმა შესაძლოა გაზარდოს ნავთობისა და გაზის მოპოვება ქვეყანაში - ასეთი ღონისძიება პოლიტიკოსმა საარჩევნო დაპირებებში დააანონსა.

ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველ დღეს 17 აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, მათი უმეტესობა მისი წინამორბედის ბრძანებების გაუქმებას ემსახურებოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი