გროზნოზე დრონებით შეტევა იყო. მომხდარს ადასტურებს ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი. მისი განცხადებით, გროზნოში პოლიციის სპეციალური პოლკის მიმდებარედ უკრაინული დრონები ჩამოაგდეს.
კადიროვის თქმით, თავდასხმის შედეგად 4 "კადიროველი" დაშავდა. ჩამოგდებული დრონის ფრაგმენტებმა ყაზარმის სახურავი დააზიანა.
კიდევ ერთი დრონის დეტონაცია ჰაერში მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია, შედეგად ჩაიმსხვრა ფანჯრები და გაჩნდა ხანძარი, რომელიც კადიროვის თქმით, სწრაფად იქნა ლიკვიდირებული.