"მოხიბლული ვარ, როგორ იბრძვის ქართველი ხალხი EU-ს დროშებით... ვემხრობით "ოცნებისთვის" სანქციების დაწესებას" | რასა იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

 

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე, კოლეგა პარლამენტარებთან ერთად თბილისში იმყოფება. ევროპარლამენტართა დელეგაციამ უკვე გამართა შეხვედრა პროევროპული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან.

როგორც რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, ევროპარლამენტარები ემხრობიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებას, რადგან ცხადია, რომ "ქართული ოცნების" პოლიტიკა ევროკავშირის წინააღმდეგ არის მიმართული.

"მოხიბლული და ამაყი ვარ იმით, როგორ იბრძვის ქართველი ხალხი ევროკავშირის დროშებით. ჩემთვის, როგორც ლიეტუველისთვის ეს ძალიან ამაღელვებელია და ძალიან მინდა ვიხილო ქართველი ხალხი ევროკავშირის ოჯახში. დღეს ყველა კარგად ხვდება, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა ევროკავშირის წინააღმდეგ არის და ჩვენ ვემხრობით მათთვის სანქციების დაწესებას." - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი