ევროპარლამენტის დელეგაციამ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა. ევროპარლამენტარები იზიარებენ პრეზიდენტისა და პროევროპელი პოლიტიკური ძალების მოთხოვნას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აქცენტს აკეთებენ ქართული ოცნების ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებზე.
"არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა ექცეოდეს მოქალაქეებს ისე, როგორც ისინი ექცევიან. ეს არის მთავარი საკითხი და ახლა საკითხავია, როგორ უნდა მივუდგეთ პარტიას, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ მოძრაობას, თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას საკუთარ ქვეყანაში. ასეთ ვითარებაში ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევხვდეთ მათ, ვინც იჩაგრება, ვინც ძალადობის მსხვერპლია და ციხეში ზის." – განაცხადა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ.