"ნიღბები ახლა უკვე ჩამოხსნილია... რეჟიმი, რომელიც ახლა, ასე იქცევა შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან" | რასა იუკნევიჩიანე

გამოქვეყნდა:

ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში. ისინი ვინც ამბობენ რომ თქვენ არავინ გელოდებათ ევროკავშირში, ისინი იტყუებიან - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები იზიარებენ პრეზიდენტისა და პროევროპული პოლიტიკური ძალების მოთხოვნას ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვჭირდება საქართველო ევროკავშირში. ისინი ვინც ამბობენ, რომ თქვენ არავინ გელოდებათ ევროკავშირში, ისინი იტყუებიან. რეჟიმი, რომელიც ახლა ასე იქცევა და ძალადობს ქუჩებში, ეს შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან. ნიღბები ახლა უკვე ჩამოხსნილია. ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და ვიზიარებთ იმ ფასეულობებს, რაც მათ აქვთ," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი