"დასავლეთის ქვეყნებმა წინასწარ უნდა განაცხადონ, რომ არ აღიარებენ საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის მიერ დაგეგმილ გადაწყვეტილებას შაბათს ახალი პრეზიდენტის არჩევის შესახებ. საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური კონსტიტუციური ინსტიტუტი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. საკონსტიტუციო კრიზისის მოსაგვარებლად და ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, პირველ რიგში, აუცილებელია ახალი თავისუფალი და სამართლიანი საყოველთაო არჩევნების ჩატარება"
- წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი.