
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის - IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხი 2019 წელს, წინა წელთან
შედარებით (85%), 2%-ით გაუარესდა.
კვლევის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად 57 963 გაგზავნილი მოთხოვნიდან IDFI-მ პასუხი 48 145-ზე მიიღო, რომელთაგან სრულყოფილი 68% იყო. ინფორმაციის მიწოდების 10 დღიან ვადას კი, სახელმწიფო სტრუქტურები მხოლოდ 62% შემთხვევაში იცავდნენ.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტრო ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად 10 წლის განმავლობაში 3-ჯერ დასახელდა.
ბოლო 10 წელიწადში ყველაზე ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები არიან:
2019 წელს ყველაზე დახურული ინფორმაცია შიდა აუდიტების ანგარიშებს ეხებოდა, ასევე საჯარო დაწესებულებებში მრჩევლის პოზიციაზე დასაქმებული პირების ბიოგრაფიული მონაცემებსა (сv) და მათთან გაფორმებული ხელშეკრულებების გაცემას.