"რაც თქვენ ქვეყანაში ხდება ეს ევროპას ეხება...", " უნდა დასანქცირდნენ ისინი, ვინც ამ ხალხს არჩევნები გაუყალბა და მოჰპარა" | ევროპარლამენტარების განცხადებები საპროტესტო აქციაზე

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩამოსული ევროპარლამენტარები სანქციების აუცილებლოაზე საუბრობენ. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს ქართველ ხალხს და გუშინ, ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად  რუსავლის გამზირზე  მიმდინარე აქციას შეუერთდნენ. 

6 ევროპრლმენტარისგან შემდგარი დელეგაცია რომელიც თბილისში  სწორედ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იმყოფება, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქეების დასავლურ მისწრაფებებს.

ევროდეპუტატებს მომიტინგეები  ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. "სანქციები ივანიშვილს" - ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილი და მოთხოვნა ევროპელი პოლიტიკოსების მისამართით.

"ჩვენ უკვე ვთქვით ჩვენი პოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციაში, ჩვენ ძალიან მკაფიოები ვიყავით, სანქციები უნდა იყოს არამხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც პასუხისმგებელია მოპარულ არჩევნებზე. ჩვენ ვნახეთ ძალადობა ქუჩებში, ამიტომ დასანქცირება ახლა უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ უფრო მკაფიოდ ვეტყვით ევროინსტიტუტებს, რომ მალე იმოქმედონ და მიბაძონ ბალტიის ქვეყნებს, რომლებმაც უკვე აამოქმედეს სანქციები. საჭიროა ყველა ტიპის სანქციები ," - განუცხადა მედიას ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ყოფნისას.

ევროპარლამენტარებმა დაკავებულების გათავისუფლებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

"ქართველი ხალხი შესანიშნავია, საქართველო ევროპაა, საქართველო არაა რუსეთი. ჩვენ ჩამოვედით ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, თქვენ იბრძვით თავისუფლებისთვის, ევროპული, ფუნდამენტური ღირებულებებისთვის, დაკავებულები უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლება უნდ დაუბრუნდეს ამ ქვეყანას. ამ კრიზისიდან გამოსავალი ქართველ ხალხშია და ჩვენ თქვენ მხარს გიჭერთ. რადგან ჩვენ ვგრძნობთ, რომ რაც თქვენ ქვეყანაში ხდება ეს ევროპას ეხება,"- აცხადებს ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო.

ევროპარლამენტარი მიხალ შჩერბა მიიჩნევს, რომ სანქციები მიმართული უნდა იყოს კონკრეტულ პირებზე.

"ჩვენ აქ ჩამოვედით, რათა რეკომენდაციები მივცეთ ჩვენს ევროპულ პარლამენტს. ვხედავთ ხალხს, რომელსაც უნდა რომ ჰქონდეს ევროპული მომავალი. ამ ხალხს გაუყალბეს და მოჰპარეს არჩევნები. იძალადეს მათზე. სწორედ ამ ბრძანების გამცემი ხალხი უნდა დასანქცირდეს, სანქციები არ უნდა იყოს მიმართული მოსახლეობისკენ. სანქციები უნდა დაწესდეს კონკრეტული პირებისთვის, რომლებიც ამ ძალადობის ავტორები არიან. ძალადობა უნდა შევაჩეროთ უნდა დავიხსნათ პოლიტპატიმრები. ისინი ნამდვილი პოლიტპატიმრები არიან და უნდა გათავისუფლდნენ დაუყოვნებლივ," - აღნიშნა ევროპარლამენტარმა მიხალ შჩერბამ.

აქციაზე გასვლამდე ევროპარლამენტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველს პრეზიდენტთან, პრდასავლურ ოპოზიციასან და მესამე სერთან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი