სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირების პროცესს იწყებენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთო ბრიფინგზე განაცხადეს.

საიას თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით,  როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე.

მივმართავთ ყველა მსხვერპლს, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით.  თუ თქვენ განგიცდიათ, ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი, ან მოწმე გთხოვთ შეავსოთ ფორმა, რომელიც გამოქვეყნდება საჯაროდ ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია მეილის მეშვეობით evidence@gyla.geჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მტკიცებულებები დაზარალებულთა ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნებისთვის. ესაა დარღვევების მასშტაბების შესწავლა, პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის”- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.  

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი