საერთო სახალხო პროტესტს მცირე მეწარმეებიც უერთდებიან. მეწარმეები აქცია სსიპ "აწარმოე საქართველოში" ოფისთან მართავენ. მეწარმეების თქმით, ისინი სააგენტოსგან, რომელიც პირდაპირ ევროკავშირისგან ფინანსდება, პოზიციის დაფიქსირებას მოითხოვენ.
მეწარმეები ამბობენ, რომ სააგენტოს ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის შექმნილ საფრთხესთან დაკავშირებით ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ასევე ხაზს უსვამენ იმ რისკებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით მცირე მეწარმეების სექტორს შეექმნება.
"მას შემდეგ რაც ევროკავშირის გზას დავადექით, ძალიან განვითარდა მეწარმეობა და ხელნაკეთი ნივთები. ფაქტობრივად წყალში გვეყრება შრომა. მთავრობამ რომელმაც მიიტაცა არჩევნები, შეგვიყვანა პოლიტიკურ ჩიხში და გველოდება ეკონომიკური ჩიხი, რომელიც არის სრული კრახი საქართველოსთვის." - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე