საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მათ მიერ გამოთქმულ შეშფოთებაზე საუბრობს. შეხვედრა ევროპული ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა.
„ბიზნესი ღრმად შეშფოთებულია ამ ცვლილებით. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას დეესკალაციისკენ და რომ დაასრულოს საპროტესტო აქციების მშვიდობიანი მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ სასტიკი და უკანონო ძალის გამოყენება, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვება საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და საქართველოს ეკონომიკისთვის“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ