საყოველთაო პროტესტს სტარტაპერებიც უერთდებიან | GITA-ში საჯარო შეხვედრა გაიმართა

გამოქვეყნდა:

საყოველთაო პროტესტს სტარტაპერებიც უერთდებიან. რეჟიმის პატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით ისინი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. თავდაპირველად აქცია GITA-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იყო დაგეგმილი, თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელმა სხვადასხვა კომპანიების დამფუძნებლები საჯარო შეხვედრაზე მიიწვია.

საჯარო შეხვედრისას სტარტაპერებმა ავთო კასრაძეს არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპულ ქმედებებზე პოზიციის დაფიქსირება მოთხოვეს. თუმცა სააგენტოს ხელმძღვანელის მოსაზრებით ქართული ოცნების პრემიერს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია. 

სტარტაპერების განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელისგან ტრაფარეტული განცხადებები მოისმინეს, რასაც ისინი კატეგორიულად არ ეთანხმებიან და მიაჩნიათ, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს.

სტარტაპერები გეგმავენ, რომ დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე მთავარ აქციას შეუერთდნენ.

ავტორი: მარიამ ელიბაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი