დავითგარეჯი ახალი გარემოებების მოლოდინშია. ოცნების ხელისუფლებას 8 წელი დასჭირდა იმისთის რომ უნიკალური სამონასტრო კომპლექსის პრობლემაზე ჯერ მხოლოიდ საუბარი დაეწყო. ის, რაც ქართველ მომლოცველებს მეზობელი სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ჩაუკეტეს, უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებით, 1938 წლის რუკის მიხედვით საქართველოს ტერიტორია და კულტურული ძეგლია. ამ გარემოებაზე წლებია ქართველი ისტორიკოსები ღიად საუბრობენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მინისტრმა სწორედ ახლა გაიგო, რომ ძეგლზე არსებული ვითარება შესაძლოა შეიცვალოს, როგორ? ჯერ ისევ დირექტივას ელოდება.
ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი კომისიური მოლაპარაკებები ხშირად უშედეგოდ მთავრდებოდა, სამუშაო ჯგუფებს წინ უძველესი რუკა ედოთ, რომელიც აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვრების ძირითადი საზომი იყო. 1938 წლის ცნობილ რუკაზე დავით გარეჯის სამი კულტურული ძეგლი საქართველოს შემადგენლობაში შედის, ამ უტყუარი მტკიცებულების მიუხედავად მეზობელ სახელმწიფოს საკუთარი საზღვრები აქვს დადგენილი, რომელთა დაცვას უკვე 1 წელია ოცნების მთავრობა ვერ ახერხებს. სამივე ძეგლი ჩაკეტილია ვიზიტორებისთვის.
რა რუკით ხელმძღვანელობდა წინა ხელისუფლება აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკების დროს კარგად იცის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ. ნინო კალანდაძე ადასტურებს, რომ კომისია ყოველთვის 1938 წლის რუკას იყენებდა, სადაც საზღვარიდღს არსებული ზოლიდან სამასი მეტრის დაშორებით გადის და ჩიჩხიტურის კოშკი, უდაბნოს მონასტერი და აღდგომსი ტაძარი საქართველოს ნაწილშია. საგარეო უწყების ყოფილი მაღალჩნოსანი იხსენებს რომ წლების წინ აზერბაიჯანის მხარესთან მოლაპარაკება იქამდეც კი მივიდა რომ ტერიტორიის ადგილმონაცვლეობით მოგვარებულიყო უძველესი სამონასტრო კომპლექსის ბედი, თუმცა მეზობელი სახელმწიფოსგან კატეგორიული უარი მიიღეს.
დავითგარეჯი პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად დიდი ხანია იქცა. თუმცა ვითარება უკიდურესად 1 წლის წინ დაიძაბა. ქვეყნის პრეზიდენტის სკანდალურმა განცხადებამ ყველაფერი თავდაყირა დაყენა, გარეჯის უდაბნოს მონასტერი, აღდგომის უნიკალური ტაძარი და ჩიჩხიტურის კოშკი ქართველი ტურისტებისთვის და მომლოცველებისთვის ჩაიკეტა.
დავითგარეჯის 38 წლის რუკის შესახებ ისტორიკოსები დიდი ხანია მსჯელობდნენ, მაშინ მეზობელმა სახელმწიფომ ახალი გარემოება დაადგინა. აზერბაიჯანელი მეცნიერების მტკიცებით კლდეში გამოკვეთილი სამონასტრო კომპლექსი ალბანური კულტურის ძეგლია. ქართველ მეცნიერებს კი საკუთარი არგუმენტი აქვთ - მეხუთე საუკუნეში გამქრალ კავკასიური ალბანეთს მეექვსე საუკუნის ძეგლი საერთოდ ვერ ექნებოდა.
რას უპირისპირებს ქართული სახელმწიფო აღმოჩენილი ახალი გარემოებებით, ოცნების მთავრობამ არჩევნების წინ გადაწყვიტა რომ გარეჯის ირგვლივ პრობლემები წინა ხელისუფლების რიგებში ეძებოს, პოლიტიკური თამაში კი იმდენად ღრმა შეიძლება აღმოჩნდეს რომ მთავარ ფიგურანტებს სახელმწიფო ინტერესები საერთოდ დაავიწყდეთ.