"დედაქალაქის მერი არის არამარტო თანამონაწილე ამ ძალადობრივი რეჟიმის, არამედ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი" | მერიასთან კახა კალაძის ფიტული ჰაერში გაუშვეს

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერია დღეს რამდენიმე საპროტესტო აქციის ეპიცენტრი იყო. არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ძალადობრივი ქმედებები გააპროტესტეს კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმაც. მათ თბილისის მერიასთან ჰაერში გაუშვეს კახა კალაძის ფიტული. რომელსაც გულზე რუსეთის გერბი ჰქონდა გამოსახული. თბილისის მერიის შესასვლელთან საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა.  აქციის მონაწილეებს თან აქვთ საპოლიციო ძალების მიერ ნაცემი მომიტინგეების ფოტოებიც.

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა ნანა მალაშხიამ დედაქალაქის მერიაში დაანონსებულ რეორგანიზაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კახა კალაძე სამსახურიდან გაშვებით იმ ადამიანებს ემუქრება, რომლებმაც არალეგიტიმური ხელისუფლების ანტიევროპული ქმედებები დაგმეს.

"დედაქალაქის მერი არის არამარტო თანამონაწილე ამ ძალადობრივი რეჟიმის, არამედ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი, რომელიც აანონსებს ღიად რეპრესიებს თავის თანამშრომლების. დღეს მოვედით არა მარტო გასაპროტესტებლად არამედ ამ თანამშრომლების მხარდასაჭერად. დედაქალაქის მერს მათი ერთიანობის ეშინია," - განაცხადა ნანა მალაშხიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი